ზოგადი დებულებები
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული
ურთიერთობები
წინამდებარე დებულება (შემდ.
დებულება) განსაზღვრავს სამოქალაქო
კლუბის მუშაობის ძირითად
პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს,
კლუბის ლიდერის, წევრების,
უფლება-მოვალეობებს, ასევე
სამოქალაქო კლუბის საქმიანობის
სფეროსა და შედეგებს.
მუხლი 2. სამოქალაქო კლუბის
მიზნები და ამოცანები
სამოქალაქო კლუბის მთავარი
მიზნებია:
- ახალგაზრდების,
როგორც აქტიური მოქალაქეების
გაძლიერება და კლუბური
ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა
სკოლებში;
- ახალგაზრდების
დახმარება ცოდნის ამაღლებაში,
დამოკიდებულებისა და ქცევის
შეცვლაში;
- ახალგაზრდების
გააქტიურება და მათი
მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების
მშენებლობის პროცესში;
- სამოქალაქო
განათლებისა და თემის
განვითარების ხელშეწყობა;
- მოზარდებში
სამოქალაქო უნარ-ჩვევების
და პასუხისმგებლობის ამაღლების
ხელშეწყობა;
- მოსწავლეთათვის
პრაქტიკული უნარ-ჩვევების
სწავლება და გამომუშავება;
- განათლების
და ინფორმირების მდგრადი
გარემოს შექმნა.
მუხლი 3. სამოქალაქო კლუბის ფუნქციები:
1. სამოქალაქო
კლუბის აქვს საკონსულტაციო ფუნქცია
ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
სკოლის სხვადასხვა
შიდა და სათემო პრობლემის
გადაწყვეტა;
მოსწავლეების ინტერესების
დაცვა სკოლის ადმინისტრაციასთან;
სხვადასხვა
სასკოლო და სკოლისგარეშე სათემო
აქტივობების ინიცირება და განხორციელება;
ადგილობრივ თვითმმართველობებთან
თანამშრომლობა და ახალგაზრდების ინტერესების
დაცვა
ახალგაზრდების
ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში;
მჭიდრო თანამშრომლობა
სკოლის ადმინისტრაციასთან,
მოსწავლეებში
სამოქალაქო განათლების სწავლისა
და საგანმანათლებლო/სათემო
პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
2. სამოქალაქო
კლუბის მოვალეობაა:
ა) განსჯა;
ბ) რჩევა;
გ) განხილვა
დ) დამტიკცება
მუხლი 4. სამოქალაქო კლუბის
მოღვაწეობის პრინციპები
სამოქალაქო კლუბის მოღვაწეობა
ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
კანონიერებას, ჰუმანიზმს, კეთილსინდისიერებას,
სოციალურ სამართლიანობას; დამოუკიდებლობას,
კოლეგიალურობას.
სამოქალაქო კლუბი იმუშავებს
4 ძირითადი მიმართულებით:
1.საგანმანათლებლო ჯგუფი
2.საინფორმაციო ჯგუფი
3.სოციოლოგიური ჯგუფი
4.ადვოკატირების ჯგუფი
თითოეულ ჯგუფი კლუბის
წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე
შეადგენს სამოქმედო გეგმას
და განახორციელებს რიგ აქტივობებს.
საგანმანათებლო ჯგუფის წევრები
ორგანიზებას გაუკეთებენ სადისკუსიო
კლუბის შეხვედრებს, ტრენინგ-სემინარებს,
თანატოლთა განათლების აქციებს,
სადისკუსიო კლუბის შეხვედრებს,
როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო
საკითხებზე.
საინფორმაციო ჯგუფი იმუშავებს
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა
ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,
ანალიზი, გავრცელება. კლუბის
წევრები ინფორმაციას მოიპოვებენ
და გაცვლიან ონლაინ
რეჟიმში. სამოქალაქო კლუბის
ბაზაზე დაფუძნდება საინფორმაციო
ცენტრი, რომლის მიზანი
იქნება მოსწავლეთა განვითარებისა
და თვითრეალიზების ხელშეწყობა
საინფორმაციო მხარდაჭერის გზით.
ცენტრის ძირითადი ამოცანები
იქნება: ახალგაზრდულ შესაძლებლობათა
შესახებ მოსწავლეების ინფორმირებულობის
დონის ამაღლება, ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა, მოსწავლეთა
ჩართულობის ხელშეწყობა სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების პროცესებში.
საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს
2ძირითადი მიმართულებით – ფორმალური
და არაფორმალური მიმართულებებით.
საინფორმაციო ჯგუფი აქტიურად
ითანამშრომლებს ადგილობრივი მედიის
წარმომადგენლებთან.
სოციოლოგიური ჯგუფი წევრები ორგანიზებას
გაუკეთებენ კვლევებს მათთვის
აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე,
შეისწავლიან ზოგად სიტუაციას.
ჯგუფის წევრები საჭიროებებიდან
გამომდინარე მოამზადებენ თავიანთ
წინადადებათა პაკეტს და მოაწყობენ
კვლევის პრეზენტაციებს.
ადვოკატირების ჯგუფი იმუშავებს
საპროექტო წინადადებების მომზადებაზე
და დაამყარებს თანამშრომლობას
სხავდასხვა ორგანიზაციებთან, განახორციელებს
აქციებს მოსწავლეთა ინრტერესების
დასაცავად, მონიტრინგს გაუკეთებს
განხორციელებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს
სამომავლო მოკლე და გრძელვადიან
გეგმებს.
მუხლი 5. სამოქალაქო კლუბის
წევრი
სამოქალაქო კლუბის წევრი
შეიძლება გახდეს მოსწავლე,
რომელიც გამოთქვამს კლუბში
გაწევრიანების სურვილს, იზიარებს
კლუბის მიზნებს, წარმოადგენს
საკუთარ ხედვებს და წინადადებებს
კლუბის ეფექტური საქმიანობის
წარმართვის მიზნით.
წევრობა არის ნებაყოფლობითი და სამოქალაქო
კლუბის წევრი იმავდროულად
შეიძლება იყოს სხვა რომელიმე
ორგანიზაციის ან გაერთიანების წევრი.
კლუბის წევრობის მსურველი
ვალდებულია შეავასოს და ხელი მოაწეროს
სამოქალაქო კლუბის წევრობის
ანკეტას.
სამოქალაქო კლუბის წევრების
ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით
კლუბის წევრი შეიძლება
გაირიცხოს კლუბიდან, თუ მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს
ან იგი უხეშად არღვევს
მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
წევრთა უფლება-მოვალეობანი
სამოქალაქო კლუბის წევრს
უფლება აქვს:
ა)
მონაწილეობდეს კლუბის სამუშაო
შეხვედრების მუშაობაში;
ბ) შესაძლებლობების
შესაბამისად მონაწილეობდეს კლუბის
პროგრამებში და ღონისძიებებში;
გ) მიიღოს
ყოველგვარი ინფორმაცია კლუბის
ლიდერისაგან და წევრებისაგან კლუბის
საქმიანობის შესახებ;
დ) ისარგებლოს
კლუბის სახელით მესამე
პირებთან მოლაპარაკებების დროს;
სამოქალაქო კლუბის წევრი
მოვალეა:
ა) დაიცვას კლუბის
დებულება და მის მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კლუბის
ღირსებას და ავტორიტეტს;
გ) აქტიური მონაწილეობა
მიიღოს სამოქალაქო კლუბის
მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში
და საკუთარი წვლილი
შეიტანოს კლუბის ეფექტურ
ფუნქციონერებაში.
მუხლი 6. სამოქალაქო კლუბის
ლიდერი
კლუბის ლიდერი აირჩევა
ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
კლუბის ლიდერის კანდიდატურის
წამოყენების უფლება აქვს კლუბის
წევრებს და სკოლის ადმინისტრაციას;
კლუბის ლიდერის უფლებამოსილება
იწყება არჩევის მომენტიდან
და გრძელდება შესაბამისად
ახალი ლიდერის არჩევამდე;
კლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს კლუბის
საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს და უძღვება
სამუშაო შეხვედრებს;
გ) წარმოადგენს კლუბს
სხვა პირებთან ურთიერთობაში;
დ) კლუბის წევრებთან
და სკოლის ადმინისტრაციასთან
ერთად წყვეტს კონკრეტული
მიზნით შექმნილ კოალიციებში
გაერთიანების საკითხს;
ე) კლუბის წევრებთან
ერთად ქმნის კლუბის
გრძელ და მოკლე ვადიან
სამუშაო გეგმას;
ვ) ისმენს კლუბის
წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს
და ანგარიშებს;
ზ) კლუბის წევრებთან
ერთად განსაზღრავს ღონისძიებების
დეტალურ გეგმას და საჭიროებებს;
თ) ხელმძღვანელობს სამოქალაქო
განათლების პროგრამების მუშაობას
სკოლის ადმნისტრაციასთან ერთად;
ი) უზრუნველყოს საინფორმაციო
კამპანიების, დებატების ორგანიზების,
სხვადასხვა.
კ) თითოეული ღონისძიების
დასრულების შემდეგ ამზადებს
ანგარიშს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს
საჭიროების შემთხვევაში.