Monday, February 13, 2023

 

 რეგიონი“აჭარა“

შუახევის მუნიციპალიტეტი სოფელი წყაროთა

მოქალაქეობის პედაგოგი:ლამზირა მახარაძე

10/10/2022 წელი

 „მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში“

 „რა შესანიშნავია, რომ არ გჭირდება დაელოდო შესაბამის მომენტს, რომ სამყაროს შეცვლა დაიწყო“ ანა ფრანკის ეს ფრაზა პირდაპირი გამოძახილია ბავშვის თვალით დანახული სამყაროს და საზოგადოების მიმართ არსებული მოტივებისა. პიროვნების, როგორც ადამიანის და საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბების პროცესი მეტწილად ბავშვობის ასაკში ხდება. ამ პერიოდში ადამიანის მიერ შეთვისებული და გავლილი ყველა მორალური შემთხვევა სამუდამოდ რჩება ცხოვრების ყველა ეტაპზე და განსაზღვრავს, მომავალ ქმედებებს და პროცესებს საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების როლი ადამიანის ცხოვრებაში, სწორი კუთხით იქნას წარმოჩენილი. მასწავლებელი, როგორც დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და ჩამოყალიბების, თუ შეიძლება ასე ითქვას მთავარი ბერკეტი და შემოქმედია. არ იქნება გადაჭარბებული თუ აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ მასწავლებლის როლი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აბსოლუტურად გადამწყვეტია, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პიროვნების მორალური ცნობიერება მთლიანად ბავშვობის ემპირიულ ხაზზე გადის. 

   „დემოკრატია არის დამოუკიდებლად, მაგრამ ერთად აზროვნების ხელოვნება“ სწორედ სკოლა და მასწავლებელი არის ის მოცემულობა, რომელიც ზემოთქმული ციტატის ლაიტმოტივს აცოცხლებს. პიროვნების დამოუკიდებელ და თავისუფალ მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესი საზოგადოებასთან ერთად მიმდინარეობს. მასწავლებელი, როგორც ამ საზოგადოების ფორმირების და ყალიბის ავტორი მუდმივ ბმაშია, ყველა ტიპის საზოგადოებასთან. ბავშვებთან მიტანილი ინფორმაცია, როგორც იარაღი, საბოლოოდ ქმნის პროდუქტიულ ჯაჭვს, საზოგადოების გასაჯანსაღებლად  და მუდმივად სწორი მიმართულებით ახდენს მოძრაობას.  რა თქმა უნდა მასწავლებელმა თავისი როლი ყოველთვის მკაფიოდ უნდა გაითავისოს და ის პასუხისმგებლობა, რასაც საზოგადოებრივი მენტალიტეტის და იდეოლოგიის ჩამოყალიბება ჰქვია, პირნათლად შეასრულოს. მასწავლებლის როლი და ურთიერთობა ამ პროცესში, არ უნდა იყოს მკაფიოდ ბიუროკრატიულ და მკაცრ დისციპლინაზე ორიენტირებული. იგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს ბავშვებთან კომუნიკაციის პროცესში, დემოკრატიული საზოგადოებისკენ სწრაფვა მოახდინოს მაქსიმალურად არჩევანის და პიროვნების თავისუფლებაზე აპელირებით. ეს მნიშვნელოვანია შემდგომში იმისათვის, რომ მათ როგორც საზოგადოების წევრებს გაუჩნდეთ ჯანსაღი მოთხოვნილებები.  ბავშვებთან კომუნიკაციისას აუცილებელია,  ინფორმაციის მიწოდების საშუალებას არ წარმოადგენდეს, მხოლოდ თეორიული მასალა და მოყვანილი მაგალითები. ყველაზე ეფექტურ საშუალებას აღნიშნულ სიტუაციაში წარმოადგენს  ფაქტებით და მოქმედებებით სწავლება. ჩემი გამოცდილება ამ საკითხთან  მიმართებაში საკმაოდ მყარია, როდესაც ვახდენ ბავშვებთან სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების პრეზენტირებას, ყოველთვის ვცდილობ კონკრეტულ საკითხებზე, მოვახდინო მოდელირებული გაკვეთილის ჩატარება.  თუ გაკვეთილში საუბარია დისკრიმინაციის, ქსენოფობიის და მსგავსი პრობლემების შესახებ, ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემების ფურცლიდან რეალობაში გადმოტანას. როცა ვახდენთ პრობლემის ანალიზს, შემდეგ ვსაუბრობთ და ვეძებთ გადაჭრის გზებს.  მაგალითად ადამიანის ეთნიკური წარმომავლობის გამო მისი დისკრედიტაცია საზოგადოებრივ დაწესებულებებში. აქტუალურ პრობლემებზე ვახდენთ დაკვირვებას მის მოდელირებას კლასში. გარდა იმისა, რომ ბავშვი პრაქტიკული ხასიათით იღებს ცოდნას მოცემულ საკითხებზე და სწორი გადაწყვეტილების მიღების იმპულსი უყალიბდება, ასევე მას უჩნდება ემპათიის განცდა, მსგავსი სიტუციის მსხვერპლი ადამიანების მიმართ. მოგეხსენებათ ემოციური ფაქტორი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ადამიანის ხასიათის ფორმირებისთვის. მსგავსი  მოქმედებებით ბავშვები, როგორც მომავალში დემოკრატიული საზოგადოების წევრები, აქედანვე იყალიბებენ იმ ინსტიქტებს და უნარებს, რაც  დემოკრატიული საზოგადოების არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    თანამდეროვე სამყარო, ნამდვილ ინფორმაციულ აფეთქებას განიცდის. დღეს არაფერია იმაზე მარტივი ვიდრე ინ ფორმაციის მიღება და გავრცელება. რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები. ამ შემთხვევაში დადებითი კონტექსტიდან თუ შევხედავთ მოცემულ ფაქტს, იმ დას კვნამდე მივალთ, რომ ინფორმაციის არსებობა, თავისთავად ნიშნავს სწორ გადაწყვეტილებასთან ახლოს ყოფნა. სოციალური ქსელებში გასართობი პლატფორმების მიერ შემოთავაზებული პროდუქტი, დიდ წილად ბავშვების ასაკზეა ორიენტირებული და ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ ბავშვები არიან.  მიმდინარე მსოფლიო პროცესებს თუ გავითვალისწინებთ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა ყოველდღიურობაში ინტერნეტმა და მისმა გავლენამ. ამიტომ მასწავლებლის ერთ ერთი ფუნქციაა მოახდინოს მიღებული ინფორმაციის ფილტრაცია და სწორად აღქმა ბავშვებთან ერთად. საზოგადოებაში არსებული მოვლენების სწორი ანალიზის და აღქმის შედეგად ინფორმაციის ამ ტალღას ძალიან დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია ყველა თვალსაზრისით, რაღა თქმა უნდა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების კუთხით.

    მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში ვფიქრობ უმთავრესი და გადამწყვეტია. დემოკრატი მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნების, ასერტულობის, მტკიცე იმიჯისა და ღირსებების ჩამოყალიბებას სკოლებში დემოკრატიის განვითარება და დემოკრატიული მიდგომები დადებითად აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. სკოლა გახდება კონკურენტული ,მიმზიდველი, დემოკრატიულად გაჯერებული სასწავლო პროცესი,ცხადია მეტად აუმაღლებს აღსაზრდელების როგორც პიროვნულ , ასევე მოქალაქეობრივ თვითშეგნებას რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების  ღირსეულ პიროვნებებად ფორმირებასა და ჩამოყალიბებას.

„ცალკეული ხალხი გაერთიანებულია ერთ მთლიანობაში, საზოგადოებაში;  და ამიტომ სილამაზის უმაღლესი სფერო ადამიანთა საზოგადოებაა“ ჩერნიშევსკი.

 

 

                                                         გამოყენებული ლიტერატურა:  წიგნი

                                                       განათლება დემოკრატიისთვის;

                                                              https://www.living-democracy.com/ge/

                                                              http://mastsavlebeli.ge/

 

                                                       

                                                            05/10/2022 წელი

 

No comments:

Post a Comment