Wednesday, October 16, 2019


საწრეო მუშაობა

   სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროთის საჯარო სკოლაში 2019წლის 25 სექტემბრიდან მუშაობას იწყებს სამოქალაქო განათლების წრე „აქტიური მოქალაქე“. წრის ხელმძღვანელი - სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა მახარაძე

                                                  

                                                         წრის მიზანი:

  წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რა არის დემოკრატია,რატომ ირჩევს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას,რა უპირატესობა აქვს მას მმართველობის არადემოკრატიულ ფორმებთან შედარებით.აღნიშნული საკითხების გაცნობა მოსწავლეებს დაეხმარება კარგად გაიაზრონ დემოკრატიული მმართველობის ფორმის უპირატესობა ტოტალიტარიზმთან შედარებით.მოსწავლეები გაიაზრებენ, თუ რამდენად ადვილია დემოკრატიული მმართველობის დროს დაიცვან თავისი და სხვისი უფლებები. ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით შეძლებენ,დისკრიმინაციული ქცევების აღმოფხვრას.

                                                          სამუშაო გეგმა:

·         მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთჯერ

·         მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფებში

·         მიეცემათ საინტერესო დავალებები და სიტუაციური ამოცანები

·         მოსწავლეები გააკეთებენ განხილული თემების ირგვლივ პრეზენტაციებს





          გაწევრიანების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი.                                                           

                  განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 სექტემბრამდე!









                                                 განაცხადი



სახელი    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გვარი      - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

დაბადების თარიღი   - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - - -  - - -

კლასი   - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - -- - - - - - - - - - - -

ტელეფონის ნომერი - - - - -- - - - - - - - - -- - - - - - -- - -

ელ. ფოსტა   - - - - - - -- - - - - - - -- - -  - - - - - - - - - -  - -

მშობლის სახელი და გვარი  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - -

მშობლის ტელეფონი  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - -  -

მშობლის ელ. ფოსტა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -









              წყაროთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წრის გეგმა



 თემატიკა
შეხვედრის დრო
მეთოდი
 შენიშვნა
1.
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან, სამუშაო თემატიკის გაცნობა, წრის კოორდინატორის არჩევა
2509- 2019
2.
რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება
30/09- 2019
ლექცია
3.
დემოკრატია და მისი ბარომეტრი
2/10- 2019
პრეზენტაცია
4.
დემოკრატიის ისტორია და საქართველო
9/10- 2019
ლექცია
5.
დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების (თავისუფლება,  თანასწორობა, ტოლერანტობა,მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, საზოგადოება, პატრიოტიზმი, კანონმორჩილება და სხვ. ) გაცნობა
16/10- 2019
ლექცია
6.
რუკაზე დემოკრატიული, ნაწილობრივ დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნების ჩვენება და შემდეგ დახარისხება
23/10- 2019
რუკაზე მუშაობა
ცხრილის შევსება
7.
რევაზ ინანიშვილის მოთხრობის„პატარა ბიჭი გოლგოთაზე“  წაკითხვა
2/ 11- 2019
დისკუსია
8.
დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები - აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება
9/11- 2019
ლექცია
9.
ადამიანისა და მოქალაქის შედარება
16/11- 2019
დისკუსია
10.
დისკუსია და მისი მართვის ხერხები
23/11-2019
ლექცია
11.
სიტუაციური ამოცანები
ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების დახარისხება
30/11-2019
კითხვა-პასუხი
ცხრილის შევსება
12.
დისკრიმინაცია და თანასწორობა -   არატოლერანტული ქცევის გამოვლინებები
13/12-2018
ლექცია
13.
სტიგმა და მისი სახეები. როგორ ავიცილოთ თავიდან სტიგმა?                       სიტუაციური ამოცანები
20/12-2018
კითხვა-პასუხი
14.
როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია, ბულინგი -ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.
სიტუაციური ამოცანების განხილვა
27/12-2018
„როლური თამაში“- მინი სპექტაკლი
15.
თავისუფლების არსი
სიტუაციური ამოცანების განხილვა
412-2019
ლექცია
კითხვა-პასუხი
16.
მშვიდობიანი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ- ანუ „მოქმედება ძალადობის გარეშე“
11/12-2019
ლექცია
17.
სკოლის როლი ჩვენს ჩამოყალიბებაში და ჩვენი პასუხისმგებლობები
18/12-2019
ესეს დაწერა
18.
დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებები
25/12-2019
ლექცია
19.
შეჯამება
28/12-2019





რესურსები:  დაფა, ცარცი, რუკა, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტები, კალმები, თაბახის ფურცლები, მარკერები



სამოქალაქო განათლების წრის პირველი შეხვედრა



2019 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა სამოქალაქო განათლების წრის პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე შეკრებილნი იყვნენ წყაროთის საჯარო სკოლის მე_9, მე_10 კლასის მოსწავლეები. შეხვედრაზე ავირჩიეთ წრის კოორდინატორი. მოსწავლეებს გავაცანი წრის სამუშაო თემატიკა რითიც უნდა ვიმუშავოთ პირველ სემესტრის განმავლობაში. შეხვედრა იყო საინტერესო და შინაარსიანი.


















No comments:

Post a Comment