Friday, November 1, 2019

საწრეო

საწრეო მუშაობა
   სსიპ შუახევის  მუნიციპალიტეტის სოფ. წყაროთის საჯარო სკოლაში 2018წლის 15 იანვრიდან მუშაობას იწყებს სამოქალაქო განათლების წრე „აქტიური მოქალაქე“. წრის ხელმძღვანელი - სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა მახარაძე
                                                  
                                                         წრის მიზანი:
  წრის მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა გააცნობიერონ თუ რა არის დემოკრატია,რატომ ირჩევს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხი საზოგადოების დემოკრატიულ მოწყობას,რა უპირატესობა აქვს მას მმართველობის არადემოკრატიულ ფორმებთან შედარებით.აღნიშნული საკითხების გაცნობა მოსწავლეებს დაეხმარება კარგად გაიაზრონ დემოკრატიული მმართველობის ფორმის უპირატესობა ტოტალიტარიზმთან შედარებით.მოსწავლეები გაიაზრებენ, თუ რამდენად ადვილია დემოკრატიული მმართველობის დროს დაიცვან თავისი და სხვისი უფლებები. ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპის დაცვით შეძლებენ,დისკრიმინაციული ქცევების აღმოფხვრას.
                                                          სამუშაო გეგმა:
·         მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთჯერ
·         მოსწავლეები იმუშავებენ ინდივიდუალურად და ჯგუფებში
·         მიეცემათ საინტერესო დავალებები და სიტუაციური ამოცანები
·         მოსწავლეები გააკეთებენ განხილული თემების ირგვლივ პრეზენტაციებს

  გაწევრიანების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი.                                                           
                  განაცხადები მიიღება 2018 წლის 15 იანვრამდე !

                                                 განაცხადი

სახელი    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
გვარი      - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
დაბადების თარიღი   - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - - -  - - -
კლასი   - - - - -- - - - - - -- - - - - - - - - -- - - - - - - - - - - -
ტელეფონის ნომერი - - - - -- - - - - - - - - -- - - - - - -- - -
ელ. ფოსტა   - - - - - - -- - - - - - - -- - -  - - - - - - - - - -  - -
მშობლის სახელი და გვარი  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - -
მშობლის ტელეფონი  - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -  - - - - - - - - - - - -  -
მშობლის ელ. ფოსტა - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

              წყაროთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების წრის გეგმა

 თემატიკა
შეხვედრის დრო
მეთოდი
 შენიშვნა
1.
გაერთიანებული შეხვედრა წრის წევრებთან, სამუშაო თემატიკის გაცნობა, წრის კოორდინატორის არჩევა
18/ I- 2018
2.
რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება
26/I- 2018
ლექცია
3.
დემოკრატია და მისი ბარომეტრი
2/II- 2018
პრეზენტაცია
4.
დემოკრატიის ისტორია და საქართველო
9/II- 2018
ლექცია
5.
დემოკრატიული ფასეულობებისა და ღირებულებების (თავისუფლება,  თანასწორობა, ტოლერანტობა,მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, საზოგადოება, პატრიოტიზმი, კანონმორჩილება და სხვ. ) გაცნობა
16/II- 2018
ლექცია
6.
რუკაზე დემოკრატიული, ნაწილობრივ დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნების ჩვენება და შემდეგ დახარისხება
23/II- 2018
რუკაზე მუშაობა
ცხრილის შევსება
7.
რევაზ ინანიშვილის მოთხრობის„პატარა ბიჭი გოლგოთაზე“  წაკითხვა
2/ III- 2018
დისკუსია
8.
დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები - აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება
9/III- 2018
ლექცია
9.
ადამიანისა და მოქალაქის შედარება
16/III- 2018
დისკუსია
10.
დისკუსია და მისი მართვის ხერხები
23/III-2018
ლექცია
11.
სიტუაციური ამოცანები
ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების დახარისხება
30/III-2018
კითხვა-პასუხი
ცხრილის შევსება
12.
დისკრიმინაცია და თანასწორობა -   არატოლერანტული ქცევის გამოვლინებები
13/IV-2018
ლექცია
13.
სტიგმა და მისი სახეები. როგორ ავიცილოთ თავიდან სტიგმა?                       სიტუაციური ამოცანები
20/IV-2018
კითხვა-პასუხი
14.
როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია, ბულინგი -ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა.
სიტუაციური ამოცანების განხილვა
27/IV-2018
„როლური თამაში“- მინი სპექტაკლი
15.
თავისუფლების არსი
სიტუაციური ამოცანების განხილვა
4/V-2018
ლექცია
კითხვა-პასუხი
16.
მშვიდობიანი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ- ანუ „მოქმედება ძალადობის გარეშე“
11/V-2018
ლექცია
17.
სკოლის როლი ჩვენს ჩამოყალიბებაში და ჩვენი პასუხისმგებლობები
18/V-2018
ესეს დაწერა
18.
დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებები
25/V-2018
ლექცია
19.
შეჯამება
1/VI-2018

რესურსები:  დაფა, ცარცი, რუკა, კომპიუტერი, პროექტორი, ფლიფჩარტები, კალმები, თაბახის ფურცლები, მარკერები

სამოქალაქო განათლების წრის პირველი შეხვედრა

2018 წლის 18 იანვარს ჩატარდა სამოქალაქო განათლების წრის პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე შეკრებილნი იყვნენ წყაროთის საჯარო სკოლის მე_9, მე_10 კლასის მოსწავლეები. შეხვედრაზე ავირჩიეთ წრის კოორდინატორი. მოსწავლეებს გავაცანი წრის სამუშაო თემატიკა რითიც უნდა ვიმუშავოთ მეორე სემესტრის განმავლობაში. შეხვედრა იყო საინტერესო და შინაარსიანი.

სამოქალაქო განათლების წრე

  2018 წლის 26 იანვარს შედგა შეხვერდა წრის წევრებთან  თემაზე : „რა არის დემოკრატია და რას ნიშნავს დემოკრატიული საზოგადოება.“ მოსწავლეებს ვესაუბრე დემოკრატიული მმართველობის ფორმებზე
ვისაუბრე ასევე, რომ დემოკრატიული მმართველობის ფორმა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს იყვნენ თანასწორნი, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში. ვიმსჯელეთ, პოლიტიკური რეჟიმების შესახებ. ეშხვედრა იყო მოსწავლეებისათვის შინაარსიანი და საინტერესო

სამოქალაქო განათლების წრის მოსწავლეებთან შეხვედრა

შეხვედრა ჩატარდა 2018 წლის 2 თებერვალს წყაროთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მეცხრე მეათე კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ დემოკრატიის და მისი ბარომეტრის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები. დასასრულს კი წრის წევრებმა აღნიშნეს რომ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი.

სამოქალაქო განათლების წრე

  მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეებთან ერთად 2018 წლის 9 თებერვალს ჩავატარე შეხვედრა. შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხი: „დემოკრატიის ისტორია და საქართველო“. მოსწავლეებმა იმსჯელეს დემოკრატიის განვითარებაზე ძველ დროში. ვისაუბრეთ პირველყოფილ საზოგადოებაში დემოკრატიის ჩასახვაზე, განვიხილეთ საბერძნეთის და რომის მაგალითები. ყურადღება გავამახვილეთ ინგლისის „თავისუფლებათა დიდი ქარტიის“ შესახებ.  ბოლოს დიდი ყურადღება დავუთმეთ საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხზე და მნიშვნელობაზე. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვა
ძევრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში ჩავატარე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პირველი გაკვეთილი. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა:
·         მოსწავლეთა ინფორმირება პროფორიენტაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ
·         მოსწავლეთათვის საქართველოში განათლების მიღების შესაძლებლობების გაცნობა
   გაკვეთილზე გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები. მოსწავლეებმა გააცნობიერეს ეფექტური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობა პროფესიის არჩევის დროს. გაეცვნენ ქვეყანაში განათლების მიღების შესაძლებლობებს, მიიღეს ინფორმაცია იმ საერთაშორისო დოკუმენტების და მიდგომების შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველო ხელმძღვანელობს.
 სამოქალაქო განათლების წრე

   2018 წლის 16 თებერვალს მოხდა შეხვედრა წრის წევრების. წრეზე განვიხილეთ თემა: „დემოკრატიული ფასეულობები და ღირებულებები“. 

წყაროთის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში ჩავატარე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პირველი გაკვეთილი. გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა:

ვისაუბრეთ და ვისმჯელეთ თავისუფლების თანასწორობის და ტოლერანტობის შესახებ. გარდა ამისა,საუბარი გვქონდა სამართლიანობაზე, პატრიოტიზმზე და კანონმორჩილებაზე. სამუშაო შეხვედრა იყო მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული.

  2018 წლის 23 თებერვალს ჩატარდა სამოქალაქო განათლების წრე წყაროთის  საჯარო სკოლაში.წრეს ესწრებოდა IX - X კლასის მოსწავლეები.მოსწავლეები ვამუშავე ჯგუფურად და გამოვიყენეთ რუკა,სადაც ჩამოვთვალეთ დემოკრატიული,ნაწილობრივ დემოკრატიული და არადემოკრატიული ქვეყნები.ბოლოს გავაკეთეთ შეჯამება და დაფაზე დახაზულ ცხრილში მოსწავლეებმა შეიტანეს მონაცემები.წრის შეხვედრა საინტერესო იყო წრის წევრებისათვის.

სამოქალაქო განათლების წრე

  2018 წლის 2 მარტს სამოქალაქო განათლების წრეზე მოსწავლეებს წავაკითხე რევაზ ინანიშვილის მოთხრობაპატარა ბიჭი გოლგოთაზე“. მოსწავლეებს გავაცანი მოთხრობის შინაარსი და ამის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეებმა დაინახეს ტოტალიტარული რეჟიმის უარყოფითი მხარეები, კერძოდ, ადამიანის უფლებების დარღვევა და სისასტიკე საზოგადოების მიმართ. გაიმართა დისკუსია,რომელიც იყო საინტერესო და მრავლისმომცველი.

  სამოქალაქო განათლების წრე

   2018 წლის 7 მარტს  სამოქალაქო განათლების წრეზე განვიხილეთ დემოკრატიული საზოგადოების მახასიათებლები,აქტიური მოქალაქეობა და სამოქალაქო საზოგადოება. მოსწავლეებმა იმსჯელეს აქტიური მოქალაქის მოვალეობებზე სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე. ვესაუბრე აქტიური მოქალაქის როლზე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში.

 მოსწავლეებმა იმსჯელეს დემოკრატიული სახელმწიფოს მახასიათებლებზე: თანასწორობაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, კანონის უზენაესობაზე, ხელისუფლების შტოებად დანაწილებაზე, ადამიანის უფლებებზე და უმცირესობათა ინტერესების დაცვაზე.,პლურალიზმზე და ხელისუფლების გამჭვირვალობაზე.

           საწრეო მუშაობა

  წყაროთის საჯარო სკოლის მე-9- მე-10 კლასის შეხვედრა საწრეო მუშაობაზე შედგა 2018 წლის 23 მარტს.შეხვედრაზე მოსწავლეებს გავაცანი დისკუსიის მართვის ხერხები.შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო,განსაკუთრებით კი დისკუსიის მართვის ხერხების ბოლო პუნქტი.

სამოქალაქო განათლები წრის წევრების შეხვედრა შედგა 2018 წლის 16 მარტს.შეხვედრაზე განვიხილეთ შემდეგი თემა : „ადამიანისა და მოქალაქის შედარება“. გაიმართა დისკუსია.მოსწავლეებმა გააცნობიერეს მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის მნიშვნელოვანი მახასიათებლები - თანასწორობა და პლურალიზმი.

  დისკუსიის დროს გამოვლინდა,რომ მოქალაქის ცნების განმარტება მრავალმხრივია.სამართლებრივი თვალსაზრისით მოქალაქე პიროვნებაა,რომლის მოქალაქეობრივ და პოლიტიკურ უფლებებს იცავს სახელმწიფო.ასევე,მოქალაქეებს აკისრიათ მოვალეობები.

  მოსწავლეებმა დისკუსიის შემდეგ აღნიშნეს,რომ ადამიანსა და მოქალაქეს შორის ძირითადი განსხვავება ისაა,რომ ადამიანს დაბადებიდან აქვს მინიჭებული უფლებები,ხოლო მოქალაქეს უფლებების გარდა აკისრია მოვალეობები.შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და დისკუსია წარიმართა საინტერესოდ.

                                                         საწრეო მუშაობა

  2018 წლის 30 მარტს წყაროთის საჯარო სკოლის IX - X კლასის მოსწავლეებთან ჩავატარე საწრეო მუშაობა,სადაც განვიხილეთ სიტუაციური ამოცანები.მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად.ჯგუფური მუშაობა მათთვის იყო ძალიან საინტერესო.გამოიკვეთა პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.გარდა ამისა, განვიხილეთ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზები.

                       სამოქალაქო განათლების წრის წევრების შეხვედრა

2018 წლის 5 აპრილს  შედგა სამოქალაქო განათლების წრის წევრების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ყველა მოსწავლე. წრეზე განვიხილეთ ადამიანის უფლებები და მოვალეობები. მოსწავლეებმა მოახდინეს უფლებებისა და მოვალეობების დახარისხება. მოსწავლეებმა იმსჯელეს რომ ადამიანის უფლებებს იცავს სახელმწიფო, სადაც ის ცხოვრობს. ასევე განიხილეს რომ მოქალაქეებს აქვთ მოვალეობები სახემწიფოს შესახებ, რომელთა შორის ძირითადია ქვეყნის კანონიერების დაცვა, სავალდებულო სამხედრო სამსახური, გადასახადების გადახდა და სხვა. მოსწავლეებმა მსჯელობის შემდეგ გააკეთეს დასკვნა, რომ მოქალაქის ცნების მთავარი განმსაზღვრელი პიროვნების მიერ უფლებების გამოყენება და მოვალეობის შესრულებაა.

                                           სამოქალაქო განათლების წრე

2018 წლის 13 აპრილს წრის მონაწილე მოსწავლეებს ჩავუტარე ლექცია თემაზე „დისკრიმინაცია და თანასწორობა“. შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს და იმსჯელეს თუ რა არის დისკრიმინაცია. მათ ახსნეს რომ ეს არის არატოლერანტული ქცევის ერთ-ერთი სახეობა. ლექცია მათთვის იყო საინტერესო.  მოსწავლეებმა გაიაზრეს დისკრიმინაციის გამოვლინებები, როგორიცაა: სხვისი შეურაწყობა, დაცინვა, გარიყვა, ძალადობა. 

იმსჯელეს რასიზმის, ფაშიზმის, იმპერიალიზმის და ვანდალიზმის გამოვლინებებზე და მათ უარყოფით მხარეებზე. შეხვედრა იყო საინტერესო და ეფექტური მოსწავლეებისათვის, რადგან მათ გააცნობიერეს თუ რა უარყოფითი გავლენა მოაქვს საზოგადოებაზე და მთლიანად ქვეყანაზე დისკრიმინაციულ გამოვლინებებს.

  სამოქალაქო განათლების წრე

        წრის წევრებთან 2018 წლის 20 აპრილს ვისაუბრე სტიგმისა და მისი სახეების შესახებ და როგორ შეიძლება სტიგმის თავიდან აცილება. მუშაობა წარიმართა  კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა განიხილეს სიტუაციური ამოცანები, რაც მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მოიყვანეს სტიგმის მაგალითები ცხოვრებისეული გამოცდილებიდან.

      მოსწავლეებს ვესაუბრე რომ ხშირად სტიგმის მსხვერპლი ხდებიან სოციალურად დაუცველი ადამიანები, დევნილები, ტოლვილები და მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღ დამოკიდებულებას შეუძლია თავიდან აიცილოს

სოციუმის გარკვეულ წევრთა სტიგმატიზაცია. ყოველმა პიროვნებამ უნდა გაითავისოს, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, იყოს იმ საზოგადოების წევრი, რომელშიც ცხოვრობს

                                                სამოქალაქო განათლების წრე

2018 წლის 27 აპრილს ჩატარდა სამოქალაქო განათლების წრე თემაზე: „როგორ დავძლიოთ დისკრიმინაცია“, „როგორ შევაჩეროდ ბულინგი სკოლებში“. მოსწავლეებმა ისაუბრეს ბულინგის სხვადასხვა სახეობებზე, კერძოდ:

1) ფიზიკური ბულინგი - რომელიც გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას.
2) ფარული/შენიღბული ბულინგი - როგორც მორალური და ემოციური ძალადობის სახე, რომელიც პირდაპირაა მიმართული ობიექტისადმი.
3) ვერბალური ბულინგი - ბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმა
4) კიბერბულინგი - ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით
მოსწავლეებს დავადგმევინე ბულინგთან დაკავშირებით მინი სპექტაკლი, რამაც წრის წევრების მუშაობა უფრო საინტერესო გახადა.  მოსწავლეებმა კარგად მოირგეს როლები და პასუხი გასცეს კითხვებს. გაიმართა დისკუსია.

                                                    სამოქალაქო განათლების წრე

შეხვედრაზე, რომელიც შედგა 2018 წლის 4 მაისს, განვიხილეთ თემა „თავისუფლების არსი“. განვიხილეთ თავისუფლების ცნების მნიშვნელობა, ქცევის სახეები და მისი მახასიათებლები. 

მოსწავლეებმა განიხილეს სიტუაციური ამოცანები და იმსჯელეს აღნიშნული თემის გარშემო. სიტუაციური ამოცანების განხილვამ შეხვედრა გახადა საინტერესო და ეფექტური. 

                                          სამოქალაქო განათლების წრე

  2018 წლის 11 მაისს შედგა წყაროთის საჯარო სკოლაში შეხვედრა წრის წევრებთან. განვიხილეთ თემა: „მშვიდობიანი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ ანუ მოქმედება ძალადობის გარეშე“. შეხვედრა იყო ლექციური ხასიათის. მოსწავლეებს ვესაუბრე მაჰათა განდის,ვაცლავ ჰაველის, მარტინ ლუთერ კინგის, ნელსონ მანდელას და მერაბ კოსტავას შესახებ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა აღნიშნეს თუ რა აერთიანებდათ ადამიანის უფლებათა დამცველებს, გამოყვეს მათი მოღვაეწობიდან მნიშვნელოვანი ეტაპები.

                                         სამოქალაქო განათლების წრე

   2018 წლის 18 მაისს შედგა სამოქალაქო განათლების წრის წევრების მორიგი შეხვედრა. მოსწავლეებს ვესაუბრე სკოლის მნიშვნელობაზე, რადგან განსახილველი თემა იყოსკოლის როლი ჩვენს ჩამოყალიბებაში და ჩვენი პასუხისმგებლობები“. შემდეგ კი დასაწერად მივეცი ესსე ამ თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა დაწერეს და წაიკითხეს თემები, სადაც ჩანდა მათი პოზიტიური დამოკიდებულება სკოლასა და სააღმზრდელო პროცესზე. ჩამოაყალიბეს პასუხისმგებლობები რაც მათ აკისრიათ სკოლის მიმართ. მოსწავლეების ნააზრევში ჩანდა, რომ სკოლა არაა მხოლოდ ის ადგილი, სადაც განათლებას იღებენ. არამედ ესაა ადგილისადაც განათლების მიღებასთან ერთად ცხოვრობენ, იზრდებიან და პიროვნებებად ყალიბდებიან

                                           სამოქალაქო განათლების წრე

   2018 წლის 25 მაისს შედგა სამოქალაქო განათლების წრის წევრების შეხვედრა. მოსწავლეებს ვესაუბრე დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ. აღვნიშნე თუ რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიას,დემოკრატიულ საზოგადოებას და დემოკრატიულ ღირებულებებს ქვეყნისთვის და თითოეული პიროვნებისათვის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებზე, როგორიცაა: სიცოცხლე, თავისუფლება, სამართლიანობა, თანასწორობა, მრავალფეროვნება, კანონმორჩილება, პატრიოტიზმი და სხვა.   

                                 სამოქალაქო განათლების წრის შეჯამება

სამოქალაქო განათლების წრის წევრთა შემაჯამებელი  შეხვედრა შედგა 2018 წლის 1 ივნისს. ბოლო შეხვედრაზე შევაჯამეთ ის საკითხები, რასაც შეხვედრების განმავლობაში ვიხილავდით. მოსწავლეებმა აღნიშნეს, თუ რა საკითხები დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად, რა იყო საინტერესო მათთვის და დასამახსოვრებელი. მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სამოქალაქო განათლების წრის მუშაობის შესახებ.

No comments:

Post a Comment